ნოემბერში არასაბანკო და ვადიანი დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

ეროვნული ბანკი დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების ნოემბრის თვის მონაცემებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2023 წლის ნოემბრის ბოლოსათვის 50.42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.17%-ით (581.85 მლნ ლარი) მეტია წინა თვის მაჩვენებელზე.

„ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 27.80 მლნ ლარით - 0.14%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 554.05 მლნ ლარით, ანუ 1.86%-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 49.25 პროცენტი, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.2 პროცენტი შედგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.