არჩილ მესტვირიშვილი: როდესაც დოლარი 25%-ით მყარდება, შეუძლებელია, ღია ეკონომიკის ქვეყანამ კურსის გაუფასურებისგან თავი დაიცვას

როდესაც დოლარი 25%-ით მყარდება, შეუძლებელია, რომ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანამ კურსის გაუფასურებისგან თავი დაიცვას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოადგილემ, არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში განაცხადა, სადაც მან ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში წარადინა და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

"როდესაც დოლარი მყარდება 25%-ით, შეუძლებელია, რომ რომელიმე ქვეყანამ, თუ მას აქვს ღია ეკონომიკა, კურსის გაუფასურებიდან თავი დაიცვას. თუ ის გაუფასურებიდან თავს დაიცავს, მას ექნება გაცილებით მაღალი პრობლემები და მომავალში კურსის უფრო მეტი გაუფასურება", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, მისი თქმით, აღნიშნული პოლიტიკა არის მთავრობის კომპეტენცია. "უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობასთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიურ რეჟიმში ურთიერთობა. ხდება ინფორმაციის გაცვლა როგორც ერთი მხრივ, ასევე მეორე მხრივ და ვცდილობთ, რომ ჩვენი ნაბიჯები შეთანხმებული იყოს", - აღნიშნა მესტვირიშვილმა.