1-ლი იანვრიდან ელექტროენერგიის ტარიფი მცირდება - ვინ რამდენს გადაიხდის

1-ლი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მცირდება. შესაბამისად, ტარიფი შეუმცირდებათ როგორც თბილისში „თელმიკოს“, ასევე რეგიონებში "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს.

უფრო კონკრეტულად, თუ აქამდე თბილისში მცხოვრები აბონენტებ ყოველთვიურად 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ და ერთ კილოვატში 18,041 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი იანვრიდან ტარიფი 15,041 თეთრამდე შეუმცირდებათ. 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 22.053 თეთრიდან 19.053 თეთრამდე დაიკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.537 თეთრიდან 23.537 თეთრამდე შემცირდება.

რაც შეეხება რეგიონების, ანუ "ეპ ჯორჯია“ მომხმარებლებს, აქაც ტარიფი 3 თეთრით მცირდება. შესაბამისად, ის აბონენტები, რომლებიც 0-დან 101 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარდნენ, ტარიფი 17.731 თეთრიდან 14.731 თეთრამდე უმცირდებათ, 101-301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის ტარიფი 21.707 თეთრიდან 18.707 თეთრამდე იკლებს, ხოლო 301 კილოვატზე მეტი ელექტროენერგიის მომხმარებლებისთვის ტარიფი 26.227 თეთრიდან 23.227 თეთრამდე მცირდება.

ამასთან, სემეკის გადაწყვეტილებით 3 თეთრით მცირდება არასაყოფაცხოვრებო ტარიფიც.

tarifi-1703758129.jpg