"ცვალებადი ნიშნები", Chatgpt, zara greece - რას ეძებდნენ ქართველები google-ში 2023 წელს ყველაზე ხშირად

Google, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ყველაზე პოპულარული საძიებო სისტემაა. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა პლატფორმამ ინფორმაციის მიღება ყველაზე მარტივი გახადა, ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, ადამიანებიც სწორედ "დაგუგლვის" მეთოდს მიმართავენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, 2023 წელს რას ეძებდნენ ყველაზე ხშირად საქართველოდან. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ ყველაზე პოპულარული იყო "მექალთანე სასახლიდან" და "ცვალებადი ნიშნები". ათეულში მოხვდა საბერძნეთის "ზარას" ონლაინ მაღაზიაც, რომლის პროდუქცია წელს საქართველოდანაც მოთხოვნადი გახდა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ ყველაზე პოპულარული ფრაზების ტოპ-10-ეულს:

  • „მექალთანე სასახლიდან“
  • „ცვალებადი ნიშნები“
  • Chatgpt
  • Кровавые цветы
  • Chat gpt
  • მექალთანე სასახლიდან ქართულად
  • ВАВАДА
  • Liveball
  • Зимородок
  • zara greece
ნინი ქეთელაური