თბილისის მერია - ჭავჭავაძის გამზირის N75-ში დასასვენებელი სივრცე მოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჭავჭავაძის გამზირის N75-ის ტერიტორიაზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა-გასართობი მოედანი, კომბინირებული სტადიონი, ფიტნეს ზონა, ძაღლების გასასეირნებელი და გასართობი შემოღობილი სივრცე, დამონტაჟდა ველოპარკინგი და სხვა საპარკო ავეჯი. ტერიტორია გამწვანდა - დაირგო სხვადასხვა ჯიშის ბუჩქები და ხეები. გაფორმდა მულჩით მონაკვეთები.

დასრულებულ პროექტს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე საკრებულოს თავმჯდომარესა და ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.