საქართველოში თხილისა და კაკლის იმპორტი იზრდება - სად ვყიდულობთ და ვყიდით პროდუქტს

საქართველოში თხილისა და კაკლის იმპორტი იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს, 11 თვეში, საქართველომ 6 138 ტონა (17,534 მლნ აშშ დოლარის) პროდუქტი შეიძინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 3 995 ტონა (12,121 მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2021 წლის იანვარ-ნოემბერში - 3 290 ტონა (11,720 მლნ აშშ დოლარი).

ამავე მონაცემების მიხედვით, წელს იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს აშშ, რომელსაც თურქეთი და ყირგიზეთი მოსდევს.

უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც წელს, 11 თვეში, თხილისა და კაკლის იმპორტი ყველაზე დიდი რაოდენობით განხორციელდა, ასე გამოიყურება:

  • აშშ - 1 998 ტონა (5,702 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 1 381 ტონა (2,297 მლნ აშშ დოლარი)
  • ყირგიზეთი - 597.3 ტონა (1,787 მლნ აშშ დოლარი)
  • უკრაინა - 434.1 ტონა (1,283 მლნ აშშ დოლარი)
  • უზბეკეთი - 431.4 ტონა (1,167 მლნ აშშ დოლარი)

რაც შეეხება ექსპორტს, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან 16 024 ტონა (75,642 მლნ აშშ დოლარი) თხილი და კაკალი, გავიდა, რაც 4,5 ტონით ნაკლებია 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე. შარშან იგივე საანგარიშო პერიოდში 20,536 ტონა (86,316 მლნ აშშ დოლარი) ადგილობრივი პროდუქტის ექსპორტი განხორციელდა.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც წელს, იანვარ-ნოემბერში ქართული თხილი და კაკალი გავიდა:

  • იტალია - 3 708 ტონა (14,556 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 1 918 ტონა (10,297 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 1 851 ტონა (7,117 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 1 061 ტონა (4,239 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 1 007 ტონა (4,621 მლნ აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური