2023 წელი კინოსამყაროსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. სალაროებში გაყიდული ბილეთების ღირებულებამ 8.8 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 20%-ით ნაკლებია, მაგრამ ამავდროულად, იგი გასულ წელთან შედარებით 21%-ით მეტია.
ზოგადად, კინოსამყაროსა და კინოთეატრის ინდუსტრიაში კოვიდ პანდემიამ ძალიან ნეგატიური როლი ითამაშა, ვინაიდან ადამიანები ფაქტობრივად, გადაეჩვივნენ კინოში სიარულს, გართულებული იყო ახალი ფილმების გადაღების პროცესიც, მაგრამ, ეს ტენდენცია უკვე გამოსწორდა და ინდუსტრია ძველებურ იერს იბრუნებს.
მიმდინარე წლის ყველაზე წარმატებულ ფილმებად „Barbie”, „Openheimer”, და „Super Mario Bros. Movie”. Comscore მიიჩნევა, რომლებმაც საერთო ჯამში, 3.7 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს.
ზემოთ ჩამოთვლილი ფილმების ამგვარი წარმატება მეტად სავარაუდო იყო, მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს არაერთმა დაბალბიუჯეტიანმა ფილმმა მოახერხა მაყურებლის გაოცება.
როგორც CNBC მოგვითხრობს, 2023 წლის 21 ივლისს შედგა ორი ყველაზე ცნობილი, წარმატებული ფილმის, „ბარბისა“ და „ოპენჰეიმერის“ პრემიერა, რაც ამძაფრებდა კონკურენციას ამ ორ ფილმს შორის. ორივე მათგანმა, გამოშვებიდან პირველი სამი დღის განმავლობაში, ჯამში 244.5 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ამ კინოშედევრებმა ახალი ტრენდების შექმნაც მოახერხეს, მაგალითად - „ბარბის“ პრემიერაზე ქალები, კაცები, ბავშვები, ყველა ადამიანი ვარდისფერი ტანსაცმლით იყო მისული, ხოლო „ოპენჰეიმერის“ შემთხვევაში, პრემიერაზე ყველა ადამიანი კლასიკურად, „შარვალ-კოსტუმში“ გამოწყობილი მივიდა.
გარდა ამისა, Eras Tour-ის ფარგლებში გამართული კონცერტის პარალელურად, კინოთეატრებში ტეილორ სვიფტის დებიუტი შედგა. ადამიანები, რომლებიც ლაივ პერფორმანსზე დასწრებას ვერ ახერხებდნენ, კინოთეატრში თითქმის სამსაათიანი კონცერტის საყურებლად მივიდნენ, რის შედეგადაც თეატრალური კონცერტების ჩვენებაში ახალი რეკორდი დამყარდა.
მთლიანობაში, სვიფტის ფილმმა თითქმის 180 მილიონი დოლარი გამოიმუშავა მხოლოდ აშშ-ში, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, 250 მილიონი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი, „ბარბი“, ABC-ის რეიტინგში, მე-10 ადგილს იკავებს.