ღირსშესანიშნაობების სია, რომელთა მონახულებას 2024 წელს ვერ შეძლებთ

2024 წელს ტურისტებისთვის მსოფლიოს ყველა ღირშესანიშნაობა ხელმისაწვდომი არ იქნება. მათ შორის არის ცნობილი ევროპული ქალაქებიც, რომლებიც მოგზაურებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ერთ-ერთი ასეთია პარიზი, რომელიც რეიტინგში ორჯერ მოხვდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ადგილებს, რომელთა მონახულებას 2024 წელს ვერ შეძლებთ:

პომპიდუს ცენტრი პარიზში

პომპიდუს ცენტრი მესამე ყველაზე მონახულებად ღირშესანიშნაობად ითვლება პარიზში ეიფელის კოშკისა და ლუვრის შემდეგ. თანამედროვე ხელოვნებისა და სამრეწველო დიზაინის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მუზეუმი იმდენად თანამედროვედ გამოიყურება, რომ ვერასოდეს გამოიცნობთ, რომ ის 60 წელზე მეტი ხნის წინ აშენდა.

მომავალ წელს იქ მოხვედრა შეუძლებელი იქნება: იწყება ფართომასშტაბიანი მოდერნიზაცია, რომელიც 2030 წლამდე გაგრძელდება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი 2019 წელს გაჩნდა. დაფინანსების წყალობით, 850 წლიანი ღირშესანიშნაობა პირვანდელ სახეს დაუბრუნდება, თუმცა მისი გახსნა მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში იგეგმება.

რესტორანი NOMA კოპენჰაგენში

კოპენჰაგენის რესტორანი Noma არაერთხელ აღიარეს, როგორც საუკეთესო გასტრონომიული დაწესებულება მსოფლიოში. ორი ათწლეულის მანძილზე ის იყო ახალი სკანდინავიური სამზარეულოს პოპულარიზაციის საუკეთესო საშუალება, მაგრამ 2024 წელს Noma თავის საქმიანობას აჩერებს, რათა 2025 წლიდან ახალი გემოები და პროდუქტები განავითაროს.

პერგამონის მუზეუმი ბერლინში

პერგამონის მუზეუმი ბერლინის მუზეუმის კუნძულის ნაწილია, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. სწორედ ამ მუზეუმის ექსპოზიციაშია განთავსებული მსოფლიოში ცნობილი იშთარის კარიბჭე ძველი ბაბილონიდან და ცნობილი პერგამონის საკურთხეველი.

მუზეუმი 2027 წლამდე დაიხურება, როგორც ძირითადი მოდერნიზაციის პროექტის ნაწილი. შედეგად, შენობას ახალი ცენტრალური საფეხმავლო ზონა ექნება, ხოლო საგამოფენო დარბაზები გაფართოვდება.

სპილოს ფორმის კლდე ტაივანში

კლდე, რომელიც სპილოს ღეროს მოგვაგონებდა, ტაივანის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ატრაქციონი იყო. თუმცა, 2023 წლის 15 დეკემბერს ქვის ბლოკი ზღვაში ჩაინგრა.

აღსანიშნავია, რომ კუნძულის სანაპირო ზოლის ეს ნაწილი დიდი ხანია ეროზიის საფრთხის ქვეშ იყო და 2010 წლიდან დაკეტილი იყო საზოგადოებისთვის.

PARK HYATT HOTEL ტოკიოში

1994 წელს ტოკიოში სასტუმრო Park Hyatt გაიხსნა. ეს იყო იაპონიის პირველი ხუთვარსკვლავიანი დასავლური სტილის სასტუმრო, რომელიც 2024 წელს 30 წლის იუბილეს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცით აღნიშნავს. სასტუმრო კომპლექსის რემონტი, სავარაუდოდ, 2025 წლისთვის დასრულდება.

ლეონარდო და ვინჩის ვენახი მილანში

ლეონარდო და ვინჩის ვენახი, რომელიც ოდესღაც ტურისტებისთვის ხელმისაწვდომი იყო, ახლა კერძო მესაკუთრის ხელშია. ერთი წლის წინ ქონება ფრანგმა მილიარდერმა ბერნარ არნომ, LVMH კონგლომერატის აღმასრულებელმა დირექტორმა იყიდა. გაიხსნება თუ არა ვენახები ვიზიტორებისთვის, ჯერ უცნობია.

ვარსკვლავური ომები დისნეილენდში

Disney's Galactic Starcruiser Hotel 2023 წელს დაიხურა. მიზეზი ტურისტების მიერ კურორტზე დაბალი დასწრებაა. აღარ არის ხელმისაწვდომი განათების მახვილები და ჩუბაკა, რომლის მონახულებაც ერთ დღეში რამდენიმე ათას დოლარად შეგეძლოთ.

ეკა დარჩიაშვილი