აშშ-ის სახელმწიფო ვალის მოცულობამ რეკორდულ ზღვარს პირველად გადააჭარბა

აშშ-ის სახელმწიფო ვალის მოცულობამ 34,1 ტრილიონ დოლარს პირველად გადააჭარბა. ამის შესახებ სტატისტიკას ამერიკის ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს.

აქამდე რეკორდი 2023 წლის სექტემბერში დაფიქსირდა და ის 33 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.

2023 წლის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო ვალმა დადგენილ ზღვარს გადააჭარბა და 31,4 ტრილიონი დოლარი გახდა.

გასულ წელს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და დემოკრატებმა მოუწოდეს კონგრესს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაეზარდა ზღვარი. ამავდროულად, რესპუბლიკელებმა, რომლებიც აკონტროლებენ წარმომადგენელთა პალატას, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების გარეშე, მის ზრდაზე უარი თქვეს.

უკვე 2023 წლის ივნისში ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც 2025 წლის 2 იანვარს ვალის ზღვარს გაზრდის. ამ მომენტამდე ლიმიტი შეჩერებულია. დოკუმენტი ასევე აწესებს ახალ შეზღუდვებს დისკრეციულ ხარჯებზე და ფედერალური სტუდენტური სესხის გადახდების გაყინვას წყვეტს.

ეკა დარჩიაშვილი