bitcoin-ის ღირებულება 45 ათას დოლარს გადასცდა

მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის ღირებულება 45 000-დოლარიან ნიშნულს გადასცდა. 2024 წლის 3 იანვარს, კრიპტოვალუტის ფასმა 45 513 დოლარს მიაღწია, რაც 2022 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. დღესვე, ცოტა მოგვიანებით bitcoin-ის ფასი მცირედით, მაგრამ ისევ შემცირდა და უკვე თბილისის დროით 15:00 საათზე 45 105 დოლარზე დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღის განმავლობაში მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კრიპტოვალუტის ფასი 0,3%-ით გაიზარდა, 1-წლიან ინვერტალში კი ზრდამ 170,59% შეადგინა. 2023 წლის იანვრის დასაწყისში bitcoin-ი სულ რაღაც 16 669 დოლარი ღირდა.

ყველაზე მაღალი ფასი კი bitcoin-ზე 2021 წლის 12 ნოემბერს დაფიქსირდა, მაშინ ეს კრიპტოვალუტა 64 400 დოლარი ღირდა. თუმცა შემდგომ მან მნიშვნელოვანი დაღმასვლის ტენდენცია აჩვენა და უკვე 2022 წლის 30 დეკემბერს 16 529-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა.