ვის ეკუთვნის კომპანიები, რომელიც დედაქალაქის მერიას „თეთრ სიაში“ შეყვანას სთხოვენ

2023 წელს დედაქალაქის მერიამ „თეთრ სიაში“ შეყვანასთან დაკავშირებით ცნობა 6 კომპანიაზე გასცა. როგორც თბილისის მერიაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუმარტეს, შემსყიდველი ორგანიზაცია (ამ შემთხვევაში მერია) თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ცნობას თავად მიმწოდებელთა მიმართვის საფუძველზე გასცემს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „თეთრ სიაში“ შეყვანას ითხოვენ: შპს „Construction Service“,შპს ბესკო, შპს სკინჩი , შპს „მწვანე ნერგები", შპს „კავკასუს როუდ პროჯექტ“ და შპს „არქიტრავი“.

სამეწარმეო რეესტრზე დაყრდნობით, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ აღნიშნული კომპანიების შესახებ ინფორმაციას.

შპს „Construction Service“ - 2012 წელს რეგისტრირებული კომპანიის წილებიდან 55% გიორგი გაბუნიას ეკუთვნის, 40% - შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენს“, ხოლო 5% თამაზ ცვარიანს. კომპანიის დირექტორია გიორგი გაბუნია.

თავის მხრივ, შპს „ქისთოუნ ქონსთრაქშენის“ 75% ეკუთვნის მიხეილ ზიბზიბაძეს, 12,5%-ანი წილები კი გიორგი პერტაიას და გივი კუბლაშვილს.

შპს ბესკო - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს დარეგისტრირდა. მისი მესაკუთრე და ერთპიროვნული დირექტორია ირაკლი ბაზაძე.

შპს სკინჩი - კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 20%-ანი წილები განაწილებული აქვთ დავით მეტრეველს, ზაზა მახარაძეს, ოთარ ლალუაშვილს, ბაჩუკი ბერიძეს და ბაჩუკი ბერიძეს. დირექტორის პოსტსაც ხუთივე მათგანი იკავებს.

შპს „მწვანე ნერგები" – 2018 წელს დაფუძნებული კომპანიის მფლობელი და დირექტორი გიორგი ლორთქიფანიძეა.

შპს „კავკასუს როუდ პროჯექტ“ - სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2010 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის მფლობელი და დირექტორია პაატა ტრაპაიძე. დირექტორის პოსტს იკავებს ასევე ლევან ტრაპაიძეც.

შპს „არქიტრავი“ – 2014 წელს დაფუძნებული კომპანიის მესაკუთრე და ერთპიროვნული დირექტორი ირაკლი ახალაძეა.

ნინი ქეთელაური