საქართველომ 460 ათასამდე დოლარის ღირებულების ასანთი იყიდა - მთავარი იმპორტიორი რუსეთია

2023 წლის 11 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ასანთის იმპორტი 3-ჯერ შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გასული წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 458.5 ათასი აშშ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, წინა წლის ანალოგურ პერიოდში კი 1,437 მლნ აშშ დოლარის.

ამავე მონაცემების მიხედვით, გასულ წელს (11თვეში) ასანთი 10 ქვეყნიდან შემოვიდა, რომელთა შორის რუსეთი 73%-ით ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში ასანთის იმპორტიორი ქვეყნების ტოპ-5-ეული ასეთია:

  • რუსეთი - 335.4 ათასი აშშ დოლარი
  • ინდოეთი - 83.3 ათასი აშშ დოლარი
  • ირანი - 18 ათასი აშშ დოლარი
  • თურქეთი - 11.7 ათასი აშშ დოლარი
  • გერმანია - 7.3 ათასი აშშ დოლარი

გარდა ამისა, ასანთი შემოდის: გაერთიანებული სამეფოდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან.

ნინი ქეთელაური