15 ივნისიდან, ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება

რამდენიმე დღეში, ერევანსა და ბათუმს შორის სარკინიგზო მიმოსვლა განახლდება. საფირმო მატარებელი ”არმენია” 15 ივნისიდან ერევნიდან ბათუმში ტურისტების ტრანსპორტირებაზე იზრუნებს. ერევანსა და ბათუმს შორის ”სამხრეთ კავკასიური რკინიგზის” მატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

როგორც ”სამხრეთ კავკასიურ რკინიგზაში” აცხადებენ, ერევანი-ბათუმი-ერავანის რეისზე ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყო და მისი შეძენა გარკვეული სადგურების გარდა, ონლაინ - www.ukzhd.am-ის საიტის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.

”არმენია” ერევნიდან ბათუმში 15 საათსა და 40 წუთში ჩავა, ხოლო ბათუმიდან ერევანში კი 15 საათსა და 50 წუთში. რკინიგზის ინფორმაციით, მგზავრობის ტარიფები არ შეცვლილა და ის გასული წლის ანალოგიურია. მგზავრებს ვაგონში Wi-Fi-თ სარგებლობის საშუალებაც ექნებათ.