მარკ ცუკერბერგმა Meta-ს 1,28 მლნ აქცია გაყიდა

Meta Platforms–ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა 2023 წლის ბოლო 2 თვის განმავლობაში თავისი კომპანიის დაახლოებით 1,28 მლნ აქცია გაყიდა და მათ სანაცვლოდ, მთლიანობაში 428 მლნ დოლარი მიიღო.

ამის შესახებ სააგენტო Bloomberg აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიაში წარდგენილ ანგარიშებზე დაყრდნობით წერს.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვალში Meta-ს აქციების ფასი 300-დან 200 დოლარამდე დაეცა, ხოლო 2023 წლის ოქტომბერში ყველაზე დაბალ დონემდე - 100 დოლარზე დაბლა ჩამოვიდა. თუმცა, ამ აქციების ღირებულება შემდეგ თითქმის განუწყვეტლივ იზრდებოდა მთელი წლის განმავლობაში და 2023 წლის დეკემბერში რეკორდულ მაჩვენებელს - 344 დოლარს მიაღწია.

Bloomberg-ის მონაცემებით, ცუკერბერგის მთლიანი ქონება 126 მლრდ დოლარს შეადგენს, რითაც უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში მეექვსე ადგილს იკავებს. Forbes-ის რეიტინგში კი 122,9 მლრდ დოლარით მეხუთე პოზიციაზეა.

ეკა დარჩიაშვილი