Forest City: როგორ იქცა მალაიზიის 100 მილიარდი დოლარის მეგა-პროექტი „ქალაქ-მოჩვენებად“

Forest City არის ჯოჰორში, მალაიზიის სამხრეთში არსებული 100 მილიარდი აშშ დოლარის მეგაპროექტი, რომელიც “სამოთხის მეტროპოლია“ უნდა ყოფილიყო. თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, გიგანტური პროექტი დღეს “ქალაქ მოჩვენებად“ არის ქცეული.

ალ ჯაზირას ცნობით, დღეს იქ მხოლოდ 9 000 ადამიანი ცხოვრობს. არადა, 32 კვადრატულ კმ-ზე გაშლილი უახლესი ტექნოლოგიური ქალაქი, სადაც 28 000-ზე მეტი მცხოვრები უნდა ყოფილიყო, 2016 წელს ჩინეთის უდიდესმა უძრავი ქონების დეველოპერმა, ქანთრი გარდენმა გახსნა.

1-1704449009.jpg

BBC-ის ცნობით, “სამოთხის ქალაქი“ გამიზნული იყო ჩინეთის შიდა ბაზრისთვის, რომელიც ადამიანებს სთავაზობდა შანსს, ჰქონოდათ მეორე სახლი საზღვარგარეთ.

თუმცა, რამდენიმე ფაქტორის გამო „ტყის ქალაქი“ „მოჩვენება ქალაქად“ იქცა. გარდა კოვიდ საზღვრის შეზღუდვებისა, წარუმატებლობის ნარევს დაემატა სხვა პოლიტიკური კომპონენტები.

2018 წელს მალაიზიის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა მაჰათირ მოჰამადმა შეზღუდა ვიზები ჩინელი მყიდველებისთვის, იმ მოტივით, რომ იგი აპროტესტებდა "უცხოელებისთვის აშენებულ ქალაქს". ანალოგიურად, სი ძინპინის დევიზი იყო "სახლები საცხოვრებლად არის და არა სპეკულაციებისთვის". ჩინეთის ლიდერმა თავის მხრივ დააწესა კონტროლი იმაზე, თუ რა თანხის დახარჯვა შეეძლებოდათ ჩინელებს მალაიზიაში.

2-1704449045.jpg

Forest City-ს უნდა ჰქონოდა გოლფის მოედანი, წყლის პარკი, ოფისები, ბარები და რესტორნები, მაგრამ პანდემიის შეზღუდვამ, ისევე როგორც ყველა სხვა ზემოთხსენებულმა ფაქტორმა, გამოიწვია მოთხოვნის ნაკლებობა და მთლიანი პროექტის მხოლოდ 10% გაკეთდა.

33-1704449113.jpg

ცოტა ხნის წინ მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა განაცხადა, რომ ქალაქის აღდგენას და სხვადასხვა საშეღავათო რეგულაციების დაწესებას გეგმავენ. მაგალითად, დაწესდება მრავალჯერადი საშვები, საშემოსავლო გადასახადის სპეციალური განაკვეთი და ა.შ.

მედიის ცნობით, 2035 წლისთვის Forest City-ში 700 000 ადამიანი უნდა ცხოვრობდეს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი