პარლამენტში შევიდა ინიციატივა ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შესახებ

დღეს პარლამენტში შევიდა საკანონმდებლო ინიციატივა საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს დამოუკიდებელ ერთეულად ჩამოყალიბების თაობაზე. ამის შესახებ ინიციატივის ავტორმა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა გადაცემა „20 30“-ში განაცხადა. „დღეს პარლამენტში შევედი საკანონმდებლო ინიციატივით საბანკო ზედამხედველობის სააგენტოს გამოყოფის თაობაზე. ეროვნული ბანკის სტრუქტურაში რჩება, მაგრამ იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი და პარლამენტის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული“, - განაცხადა დეპუტატმა.

ამასთანავე თამაზ მეჭიაურმა აღნიშნა, რომ ამ ინიციატივის შესახებ მას არ ჩაუყენებია საქმის კურსში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტში დახურულ კარს მიღმა ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე მსჯელობდნენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბიზნესომბუდსმენი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრები იმყოფებოდნენ.