რაზე უჩივიან მომხმარებლები მიკროსაფინანსოებს, რომელთა მიმართ პრეტენზიები გაიზარდა

2023 წელს, 11 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისო-ების მიმართ პრეტენზიების რაოდენობა გაიზარდა. კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ 1 138 საჩივარი დაიწერა, შარშან 11 თვეში - 911.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში პრეტენზიები დაფიქსირდა: სამომხმარებლო სესხებზე (63 განაცხადი), მომენტალურ განვადებაზე (7 განაცხადი), სალომბარდე სესხებზე (2 განაცხადი), ბიზნეს სესხებზე (1 განაცხადი) და ავტო სესხზე (1 განაცხადი).

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, 2023 წლის ნოემბერში შესული საჩივრებიდან 51 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია/მომსახურება - 24 განაცხადი და სხვა გადასახდელები - 7.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ნოემბერში დაფიქსირებული 86 საჩივრიდან - 37 (43%) საფუძვლიანად იქნა მიჩნეული და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 35 უსაფუძვლოდ, ხოლო 14 საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.

ნინი ქეთელაური