ნეირორევოლუცია და ჭკვიანი პარიზი: რა ფანტასტიკური ტექნოლოგიები გველოდება უახლოეს წლებში

წლიდან წლამდე ტექნოლოგიური პროგრესი უკვე გარდაუვალ რეალობად იქცა. ხელოვნური ინტელექტი, გენური ინჟინერია, ნეირორევოლუცია და ჭკვიანი ქალაქები - ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში გველოდება:

პროგრამირებადი წამალი კიბოსთვის

gettyimages-1168042197-copy-658d971535ca5-1704457321.webp

ამერიკულმა კომპანია Strand Therapeutics-მა გამოაქვეყნა mRNA თერაპიის პრეკლინიკური კვლევების შედეგები კიბოს სამკურნალოდ 2023 წლის აპრილში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც თავად ამოიცნობს სიმსივნეს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს მის სამკურნალოდ საჭირო წამლის გამომუშავებას. სტარტაპმა უკვე მოაგროვა 97 მილიონი დოლარის ინვესტიცია.

მფრინავი კამერა

gear-amazon-always-home-cam-hovering-source-amazon-jpg-copy-658d97d2d3ee7-1704457355.webp

ამერიკული კომპანია Ring ავითარებს მსოფლიოში პირველ მფრინავ კამერას. დრონი დაპროგრამებულია აპლიკაციაში და მას შეიძლება ნებისმიერი ფრენის მარშრუტი მიეცეს - 50-მდე სხვადასხვა ტრაექტორია სახლის შიგნით. კამერა თავსებადია სხვა Ring მოწყობილობებთან. მაგალითად, თუ სისტემა მიიღებს გაფრთხილებას მოძრაობის სენსორებისგან, როცა სახლში არ ხართ, დრონი თავად წავა, რომ დაინახოს რა ხდება.

ჭკვიანი მაცივრები

gettyimages-1444796896-copy-658d98d131a7e-1704457409.webp

Samsung Food არის სერვისი, რომელიც შექმნილია დიეტოლოგის ჩანაცვლებისთვის. კომპანიამ ახალი ტექნოლოგიის შესახებ 2023 წლის აგვისტოში განაცხადა, მაგრამ მისი ფუნქციონირება ყველაზე ფართოდ მხოლოდ 2024 წელს განხორციელდება, როდესაც Samsung-ის ჭკვიანი სახლის ყველა ელემენტი პროგრამასთან იქნება დაკავშირებული.

ჭკვიანი ქალაქები

collage-maker-13-feb-2023-08-43-am-copy-658d99b761831-1704457476.webp

ჭკვიანი მრიცხველები, ჭკვიანი ქუჩის განათება, ჭკვიანი პარკირების სისტემები, პიკის საათების მოძრაობის ავტომატური გაუმჯობესება - ყველა ეს სიახლე არა მხოლოდ ენერგიის მოხმარების ოპტიმიზაციას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდის. ჭკვიანი ქალაქების კონცეფცია კი დიდი ხანია იზიდავს ფუტურისტებს.

მსგავსი ინფრასტრუქტურა უკვე მუშავდება პაკისტანში „ციფრული პაკისტანის“ პროექტის ფარგლებში - იქ უკვე გაციფრულია მაგისტრალები და სამომავლოდ გეგმავენ სრულფასოვანი ჭკვიანი ქალაქების აშენებას. ინდოეთი ემზადება 2024 წლის ივნისისთვის თავისი ჭკვიანი ქალაქის პროექტების გამოსავლენად. პარიზი კი 2024 წლის ოლიმპიადის დროს ევროპული ჭკვიანი ქალაქის დემო ვერსიის დემონსტრირებისთვის ემზადება.

მფრინავი ტაქსი

მიუხედავად იმისა, რომ Robotaxis სამეცნიერო ფანტასტიკური ფილმის სახელივით ჟღერს, ის უკვე მოძრაობს კალიფორნიის ქალაქებში - ისინი შექმნილია GM Cruise-ისა და Google Waymo-ს მიერ. კრუიზს აქვს დაახლოებით 300 მანქანა სამ ქალაქში (სან ფრანცისკო, ოსტინი და ფენიქსი) და საშუალოდ, 1000 მოგზაურობას ასრულებს დღეში. ორივე სერვისს ათასობით ადამიანი ჰყავს მოლოდინში, რათა გამოსცადონ ახალი ტექნოლოგია.

ადამიანის ტვინის ციფრული ასლი

gettyimages-1148110303-copy-658d9b7a25d6b-1704457580.webp

ტვინის ზუსტი ვირტუალური მოდელის შემუშავების მცდელობები მრავალი წელია კეთდება, მაგრამ ჯერჯერობით, არც თუ ისე წარმატებულად. თუმცა, ციფრული ტყუპი ტვინის პლატფორმა, რომელიც ახლახან გამოაქვეყნა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ავტომატიზაციის ინსტიტუტის მკვლევარმა ჯგუფმა, ამტკიცებს გარღვევას ამ სფეროში. გუნდის ციფრული „ტყუპი ტვინი“ შეძლებს ადამიანის ტვინის სხვადასხვა მდგომარეობის სიმულაციას სხვადასხვა შემეცნებითი ამოცანების გადაჭრისას.

მობილური ინტერნეტის შემდეგი თაობა

gettyimages-1251458918-copy-658d9bc208305-1704457607.webp

მსოფლიოს ზოგიერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო და ტექნოლოგიური კომპანიის აღმასრულებლებმა CNBC-ს განუცხადეს, რომ 6G, მობილური ინტერნეტის შემდეგი თაობა 5G-ის შემდეგ, სავარაუდოდ, 2030 წლამდე ამოქმედდება.

აღმასრულებლებმა ასევე გააფრთხილეს, რომ ინდუსტრიამ არ უნდა ატეხოს ზედმეტად ხმაური ტექნოლოგიაზე, რათა თავიდან აიცილოს მომხმარებლების დაბნეულობა, რომლებსაც ჯერ კიდევ 5G-ის გამოყენებაც კი არ სურთ.

ეკა დარჩიაშვილი