სიახლე დეპოზიტარებისთვის - 1-ლი იანვრიდან ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა

დეპოზიტარისთვის ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფროსის 2023 წლის 22 თებერვლის ბრძანებაშია აღნიშნული.

ცვლილება 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

ბრძანების მიხედვით, დეპოზიტორისთვის ასანაზღაურებელი დაზღვეული დეპოზიტის ანაზღაურებადი თანხის მაქსიმალურ ოდენობად 30 000 ლარი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ პირველადი რედაქციით ეს თანხა 5 ათასი ლარი იყო, 2020 წლის ივლისიდან კი 15 ათასამდე გაიზარდა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა 2018 წლის იანვრიდან ამოქმედდა და მასში ყველა კომერციული ბანკია გაწევრიანებული.

თაია არდოტელი