როგორ შეიცვალა ისრაელელი მილიარდერების ქონება ისრაელი-ჰამასის კონფლიქტის დაწყებიდან 3 თვეში

მსოფლიოში მილიარდერთა და მილიონერთა უმეტესობა ებრაელები არიან. მათ შეხვდებით ყველგან - ფინტექ, საფინანსო თუ სხვა სფეროებში. წარმოშობით ებრაელ მილიარდერთა შორის არის მაგალითად, facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი, ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი, მსოფლიოს უმდიდრესი და უძველესი, როკფელერისა და როტშილდების ოჯახები და ა.შ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორ შეიცვალა ისრაელ-ჰამასს შორის დაწყებული საომარი მოქმედებიდან 3 თვის შემდეგ Forbes-ის და Bloomberg-ის რეიტინგში წარმოდგენილ იმ ებრაელი მილიარდერების ქონებრივი მდგომარეობა, რომლებიც ბიზნესს სწორედ ისრაელში აკეთებენ.

Bloomberg-ის 500 მილიარდერთა შორის, ისრაელის 3 მოქალაქეა. თითოეული მათგანი 5 მლრდ დოლარზე მეტს ფლობს. ესენი არიან:

  • 20,2 მლრდ (ომის დაწყებისას 19.9 მლრდ) დოლარს ფლობს იდან ოფერი. ისრაელელი მილიარდერი ბიზნესმენი და ქველმოქმედი, მოღვაწეობს გემების და ენერგეტიკის ინდუსტრიაში. არის Eastern Pacific Shipping-ის დამფუძნებელი და Quantum Pacific Group-ის, ჰოლდინგური კომპანიის დირექტორი.
  • 8,2 მლრდ დოლარის მფლობელი (ომის დაწყებისას 7.50 მლრდ) ისრაელელი მილიარდერი ინდუსტრიალისტი, ინვესტორი და ფილანტროპი სტეფ ვერტჰაიმერი ყოფილი პოლიტიკოსიც არის. ქნესეთის ყოფილი წევრი ცნობილია ისრაელსა და მეზობელ ქვეყნებში ინდუსტრიული პარკების დაარსებით. 2013 წელს ვერტჰაიმერი ისრაელის უმდიდრეს ოჯახად დასახელდა.
  • ხოლო 7,36 მლრდ (ომის დაწყებისას 6.54 მლრდ) დოლარის მფლობელი, ამერიკელი წარმოშობის ისრაელელი ბიზნესმენი და ფილანტროპი შარი არისონი, Arison Investments-ის მფლობელია. კონგლომერატი შედგება რამდენიმე ბიზნეს კომპანიისგან. The Ted Arison Family Foundation კი მოიცავს რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას.

რაც შეეხება forbes-ს, გამოცემის მიხედვით, ისრაელს 2024 წლის 8 იანვრის მონაცემებით, მთლიანობაში 33 მილიარდერი ჰყავს. ათეული კი ასე გამოიყურება:

  • ეიალ ოფერი - 21.9 მლრდ (ომის დაწყებისას 19 მლრდ დოლარი)
  • იდან ოფერი - 15.4 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 14.1 მლრდ დოლარი)
  • იგორ ბუხმანი - 6.8 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 6.9 მლრდ დოლარი)
  • დიმიტრი ბუხმანი - 6.8 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 6.9 მლრდ დოლარი)
  • იური მილნერი - 6.8 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 6.8 მლრდ დოლარი)
  • სტეფ ვერტჰაიმერი და ოჯახი - 6.3 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 6.3 მლრდ დოლარი)
  • ტედი საგი - 5.6 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 5.5 მლრდ დოლარი)
  • იცაკ ცუვა 4.5 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 4.0 მლრდ დოლარი)
  • შარი არისონი - 4.5 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 4.2 მლრდ დოლარი)
  • გილ შვედი - 4.1 მლრდ დოლარი (ომის დაწყებისას 3.3 მლრდ დოლარი)

ისრაელი-ჰამასის საომარი მოქმედებების დაწყებიდან ზუსტად 3 თვე გავიდა. ამ პერიოდის განმავლობაში ომი ოფიციალურ თელ-ავივს უკვე 60 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა. დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო.