პროტესტი საქართველოს ფოსტას - მცირე მეწარმეების ნაწილი მათთან თანამშრომლობას წყვეტს

მცირე მეწარმეების ნაწილი საქართველოს ფოსტასთან თანამშრომლობის შეწყვეტას აპირებს. ამის მიზეზი, როგორც ისინი, აცხადებენ ფოსტის მიერ გაზრდილი ტარიფებია.

კერძოდ, როგორც ადგილობრივი ბიზნესის ნაწილი აცხადებს, ფოსტამ საერთოდ გააუქმა 6-ლარიანი მარტივი გზავნილი. ამასთან, ფილიალში ამანათის მიტანის საფასური 14 ლარი, ხოლო მისამართზე მიტანის - 19 ლარი გახდა.

„საქართველოს ფოსტამ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ერთიორად გააძვირა ფასები, ამიტომ "თავსაბურავი" წყვეტს მათთან თანამშრომლობას“.

შეკვეთები, რომელიც უნდა გამომეგზავნა, საქართველოს ფოსტის დაუდევრობის გამო ვერ გამოვაგზავნე. ტარიფი, რომელიც 8.20 ლარი იყო, ფოსტამ გააუქმა. ვერ მოვთხოვ მომხმარებელს, ნივთში, რომელიც 200 გრამს იწონის, გადაიხადოს 17 და 19 ლარი“.

„გასამმაგდა ტარიფები. ფილიალში რომ მივიდეს ამანათი - 14 ლარი, ხოლო მისამართზე მიტანით 19 ლარი გახდა. ვითანამშრომლებ სხვა კომპანიასთან“.

„ჩემი სახით დაკარგეთ მომხმარებელი. ჯერ იმაზე იფიქრეთ, რა გამოასწოროთ მომსახურებაში და მერე გაზარდეთ ტარიფები,“ - ასე ეხმაურება მეწარმეთა ნაწილი საქართველოს ფოსტის მიერ ტარიფების ზრდას.

„ბიზნესპრესნიუსი“ ტარიფების გაძვირების მიზეზებთან დაკავშირებით „საქართველოს ფოსტასთან“ დაკავშირებას ცდილობს. მათ პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

410591770-945924217138141-1052598865349097409-n-1704711655.jpg 410959423-1523041708530223-6415034490920093478-n-1704711781.jpg 410762619-1569633077140831-3347444145098958880-n-1704711757.jpg 410751306-387367500515890-5794716024402593037-n-1704711722.jpg

414518090-1487517155143620-5400430008989922232-n-1704711807.jpg 414512881-751897566809268-298947679207984196-n-1704711823.jpg 414684787-6939209859461779-9079172585628218226-n-1704711843.jpg 414417906-1093493771630195-5506876417822966590-n-1704711859.jpg

თაია არდოტელი