როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები და რას გვთავაზობს „ევრომეტალი?“

როგორც სხვა სამშენებლო თუ მოსაპირკეთებელი მასალების, ისე შემოსაღობი ბადეების შერჩევისას რეკომენდებულია, ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს საჭიროებებსა და ხარისხზე, რაც სამომავლოდ დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებას მოგვცემს.

სხვადასხვა სახის ტერიტორიის შემოსაღობად განსხვავებული მასალებია საჭირო, შესაბამისად, პროდუქციის სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია.

როგორ შევარჩიოთ შემოსაღობი მასალები? - ამ კითხვაზე საპასუხოდ მივმართეთ პროფესიონალებს, რომელთა გუნდს სამშენებლო მასალების სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს. კერძოდ, კომპანია „ევრომეტალი“ ცნობილია უმაღლესი ხარისხის მასალების წარმოებითა და იმპორტით, რაც როგორც სამშენებლო-დეველოპერულ სექტორს, ისე ინდივიდუალურ მომხმარებლებს გამძლე და სანდო კონსტრუქციების მშენებლობის საშუალებას აძლევს.

როგორც „ევრომეტალში“ განგვიმარტეს, ბაზარზე არსებული საჭიროებებისა და მოთხოვნების შესაბამისად, ყველაზე ხშირად შემდეგი შემოსაღობი მასალები გამოიყენება: პანელური ღობე, ეკლიანი მავთული, შენადუღი ბადე, მოქსოვილი ბადე, PVC მავთულბადე და ფართე ბადე, რომელთა ნიმუშების შესწავლა კომპანიის საწარმოში ნებისმიერ მსურველს შეუძლია:

4d4933ff-9f78-47bd-b018-04a467afb0c2-1704784526.jpg

  • პანელური ღობე ძირითადად, ტერიტორიების დასაცავად გამოიყენება. ამასთან, აღნიშნული მასალით საჯარო ან კომერციული ობიექტებიც ხშირად არის დაცული. ფერადი პანელური ღობეები სხვა მასალებთან შედარებით დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. მისი ერთ-ერთი უპირატესობა კი გამძლეობაა;
  • ეკლიანი მავთული ძირითადად, სამხედრო და სასჯელაღსრულების სფეროში გამოიყენება, თუმცა ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის მეურნეობაშიც, ნათესების დასაცავად. აღნიშნულ მასალებს სხვადასხვა ქვეყანაში ნათესების შემოსაღობად იყენებენ ხოლმე. აღნიშნულ მეთოდს უკვე საქართველოში მიმართავენ. როგორც „ევრომეტალში“ აღნიშნავენ, მნიშვნელოვანია, ღობე უჟანგავი და მაღალი ხარისხის მასალისგან იყოს დამზადებული, რათა პერიმეტრის რამდენჯერმე შემოღობვა და დამატებითი ხარჯების გაწევა ავირიდოთ თავიდან;
  • შენადუღი ბადეები სამშენებლო პროცესში გამოიყენება და მის სიმტკიცეს შენობის სიმყარეში უდიდესი მნიშვნელობა აქვს. „ევრომეტალი“ აწარმოებს პრემიუმ ხარისხის მასალებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც მშენებლობის პროცესის ხანგრძლივობას, ისე პერსონალის დაქირავების ვადებს;
  • მოქსოვილი ბადე ასევე ტერიტორიების შემოსაღობად გამოიყენება. მნიშვნელოვანია, ის ხარისხიანი მასალისგან იყოს დამზადებული და უხვი ნალექისგან სწრაფად არ დაჟანგდეს;
  • PVC მავთულბადე როგორც წესი, მინი მოედნების შემოსაღობად გამოიყენება. მნიშვნელოვანია, ბადის შესაღებად ხარისხიანი მასალები იქნას გამოყენებული და სხვადასხვა კლიმატურ პირობებს გაუძლოს;
  • ფართე ბადეს ასევე დიდი ტერიტორიების დასაცავად, უსაფრთხოების პირობების შესანარჩუნებლად იყენებენ.

როგორც „ევრომეტალში“ განმარტავენ, შემოსაღობი მასალების ხარისხი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. კომპანია მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, მაღალ სტანდარტებსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს, რის გამოც მისი პარტნიორების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით იზრდება.

კომპანია მომხმარებელს ურჩევს, შემოსაღობი მასალების შერჩევისას რეკომენდაცია გაიარონ სპეციალისტებთან, რაც საშუალებას მისცემთ, დამატებითი ხარჯები აირიდონ თავიდან და სწრაფად მიიღონ სასურველი შედეგი.

(R)