გიორგი აბაშიშვილი: საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე, სერიოზული შესაძლებლობა ეძლევა

საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე ეძლევა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ბევრი საკითხი, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონში" აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენცია, რომლის თემაც არის "ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, პერსპექტივები და გამოწვევები" ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა გახსნა. "საქართველოს ეკონომიკას DCFTA-დან გამომდინარე ეძლევა ძალიან სერიოზული შესაძლებლობა, მაგრამ ამავე დროს ჩნდება ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ უნდა გავატაროთ რეფორმები მთელი რიგი მიმართულებით", - განაცხადა კონფერენციაზე გიორგი აბაშიშვილმა.

კონფერენციის ორგანოზატორია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი და საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი.

აბრეშუმის გზის მე-10 საერთაშორისო კონფერენცია მიზნად ისახავს პოლიტიკოსების, გადაწყვეტილების მიმღები პირებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისაგან ფორუმის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ინტენსიურ დიალოგს ევროინტეგრაციის საკითხებზე.