100 საუკეთესო ქალაქი გემრიელი კერძებით - რომელ ადგილზეა თბილისი

პორტალმა Tasteit.com 16 610 ქალაქის შესახებ 396 ათასი მომხმარებელი გამოკითხა და 100 საუკეთესო სამზარეულოს მქონე ქალაქი გამოავლინა. რეიტინგის მე-17 ადგილზე თბილისი გავიდა, რომლის გამორჩეულ კერძებს შორის ხინკალი, ხაჭაპური, ხარჩო, ბადრიჯანი და ხაში დასახელდა.

რეიტინგის ტოპ-10-ში შემდეგი ქალაქები მოხვდა:

  1. რომი (იტალია),
  2. ბოლონია (იტალია),
  3. ნეაპოლი (იტალია),
  4. ვენა (ავსტრია),
  5. ტოკიო (იაპონია),
  6. ოსაკა (იაპონია),
  7. ჰონგ-კონგი (ჩინეთი),
  8. ტურინი (იტალია),
  9. გაზიანტეპი (თურქეთი),
  10. ბანდუნგი (ინდონეზია).

ეკა დარჩიაშვილი