რომელია ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები საქართველოში - ბოლო მონაცემები

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელებისა და გვარების რეიტინგი, წლიდან-წლამდე იცვლება, თუმცა მათი ნაწილი ამ დრომდე მყარად ინარჩუნებს პირველ პოზიციებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბოლო სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ცნობილი გვარების სამეულშია: ბერიძე, კაპანაძე და გელაშვილი; კაცებში სახელები, გიორგი, დავითი და ალექსანდრე, ხოლო ქალებში - ნინო, მარიამი და ანა.

უფრო კონკრეტულად, გთავაზობთ, ყველაზე გავრცელებულ გვარებსა და სახელებს საქართველოში.

ტოპ-10 გვარი:

  • ბერიძე - 29 963
  • კაპანაძე - 19 272
  • გელაშვილი - 18 328
  • მაისურაძე - 16 037
  • მამედოვი - 15 192
  • გიორგაძე - 14 210
  • მამედოვა - 13 426
  • ბოლქვაძე - 13 130
  • ლომიძე - 13 112
  • წიკლაური - 12 931

ტოპ-10 სახელი ქალის:

  • ნინო - 115 728
  • მარიამ - 71 157
  • ანა - 49 607
  • თამარ - 48 565
  • მარიამი - 47 745
  • მაია - 47 025
  • ნანა - 42 285
  • ელენე - 39 014
  • ნათია - 38 363
  • მანანა - 33 008

ტოპ-10 სახელი კაცის:

  • გიორგი - 193 466
  • დავით - 68 189
  • ალექსანდრე - 45 943
  • ლუკა - 44 364
  • ნიკოლოზ - 39 519
  • ირაკლი -36 110
  • ზურაბ - 29 584
  • საბა - 29 180
  • ლევან - 27 650
  • დავითი - 25 996
ნინი ქეთელაური