საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა სოფიაში გაიმართება

საქართველო-ბულგარეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მეხუთე სხდომა წელს სოფიაში გაიმართება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოსა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრები რიგაში დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ბოიკო ბორისოვმა ბულგარეთში ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით მიიწვია. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, რომელსაც ბულგარეთი მხარს უჭერს.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.