პროკურატურის რამდენ ავტომობილზე გამოწერა ჯარიმა პატრულმა?

საქართველოს პროკურატურის კუთვნილ ავტომობილებზე 3 წელიწადში საპატრულო პოლიციის მიერ 23 საჯარიმო ქვითარია გამოწერილი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად ავრცელებს.

კერძოდ, საუბარია 2020 წლიდან 2023 წლის დეკემბრამდე პერიოდზე. პროკურატურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში საქართველოს პროკურატურის ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებზე გამოწერილია 23 საჯარიმო ქვითარი, რომლის საერთო ოდენობამ შეადგინა 1 480 ლარი.

ამასთან პროკურატურის მიერ დეპუტატისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ჯარიმების გადახდა ხორციელდება პირადად პროკურატურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანებით მოსარგებლე პროკურატურის თანამშრომლის მიერ.

თაია არდოტელი