35-მილიონიანი სასახლე მოსკოვის პრესტიჟულ გარეუბანში და სკანდალები მამის გადამალული ქონების გამო - რა არის ცნობილი ალიევების დინასტიის გამგრძელებელზე

აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი პრე­ზი­დენ­ტის პოსტს 2003 წლი­დან იკა­ვებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პოს­ტი მან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მა­მის­გან, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვის­გან მი­ი­ღო, შე­სა­ბა­მი­სად მისი 27 წლის ვაჟი, ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი სწო­რედ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტო­ბის მო­მა­ვა­ლი კან­დი­და­ტია.

ცოტა ხნის წინ უმ­ცრო­სი ჰე­ი­და­რი მა­მის ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რა­ზე გა­მოჩ­ნდა - 2024 წლის 9 იან­ვარს ილ­ჰამ ალი­ევ­მა არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბის პრე­ზი­დენტს, შეიხ მო­ჰა­მედ ბინ ზა­ი­იდ ალ ნა­ჰა­ი­ან­სა და მის ოჯახს უმას­პინ­ძლა. შეხ­ვედ­რას ორი­ვე მხრი­დან მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ამ ფაქ­ტმა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლე­ბის ეჭ­ვე­ბი, რომ ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. 9 იან­ვრის შეხ­ვედ­რამ­დე, უმ­ცრო­სი ალი­ე­ვის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ჩე­ნა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ ყა­რა­ბაღ­ზე კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბის შემ­დეგ, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შედ­გა. ეს იყო 2023 წლის დე­კემ­ბე­რი.

აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს, პრე­ზი­დენტ ალი­ევ­თან ერ­თად, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ჯე­იჰუნ ბა­ი­რა­მო­ვი, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ალი ასა­დო­ვი და სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გენ­დნენ. ჰე­ი­დარს არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა არ უკა­ვია, შე­სა­ბა­მი­სად ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გაჩ­ნდა კი­თხვე­ბი, ხომ არ ამ­ზა­დე­ბენ მას ალი­ე­ვე­ბის დი­ნას­ტი­ის გამ­გრძე­ლებ­ლად.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ვინ არის ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი უმ­ცრო­სი და რას საქ­მი­ა­ნობს ის?

უმ­ცროს ალი­ევ­ზე არც ისე ცოტა ინ­ფორ­მა­ცი­აა ცნო­ბი­ლი: იგი და­ი­ბა­და 1997 წლის 24 აგ­ვის­ტოს. და­ამ­თავ­რა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მია და მო­ი­ხა­და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

2022 წლის ნო­ემ­ბერ­ში პრე­ზი­დენ­ტის ვა­ჟიშ­ვილ­მა იქორ­წი­ნა. ეს ამ­ბა­ვი კი სა­ზო­გა­დო­ე­ბამ დე­და­მი­სის, მეჰ­რი­ბან ალი­ე­ვას „ინ­სტაგ­რა­მი­დან“ შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც შვი­ლი­სა და მისი რჩე­უ­ლის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და მათ ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვა.

ახალ­გაზ­რდა ალი­ევ­მა მო­ას­წრო და უკვე ფი­ნან­სურ სკან­დალ­შიც გა­ეხ­ვა: ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი­სა და კო­რუფ­ცი­ის გა­შუ­ქე­ბის პრო­ექ­ტის გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ ალი­ე­ვე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი ფლობ­დნენ სხვა­დას­ხვა ბიზ­ნესს, რო­მე­ლიც იმა­ლე­ბო­და პა­ნა­მა­სა და ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მიღ­მა, ასე­ვე ძვი­რად ღი­რე­ბულ უძ­რავ ქო­ნე­ბას და ოქ­როს სა­ბა­დო­ებ­საც კი.

ქო­ნე­ბის დიდი ნა­წი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი მე­სა­კუთ­რე სწო­რედ ჰე­ი­დარ ალი­ე­ვი უმ­ცრო­სი და მისი ორი დაა და ამ ქო­ნე­ბის ჯა­მუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია.

განაგრძეთ კითხვა