ჩინეთში შეიმუშავეს რადიოაქტიური ბატარეა, რომლითაც სმარტფონს 50 წელიწადში ერთხელ დამუხტავთ

ჩინურმა სტარტაპმა Betavolt-მა ახალი ბატარეა დააანონსა, რომელსაც სმარტფონების კვება 50 წლის განმავლობაში დატენვის საჭიროების გარეშე შეეძლება.

The Independet-ი წერს, რომ ბირთვული ბატარეა მსოფლიოში პირველია, რომელიც მონეტაზე პატარა მოდულში მოათავსეს.

პროექტი უკვე საპილოტე ტესტირების ეტაპზეა და მისი წარმატებულად გავლის შემთხვევაში, დაიწყება მასობრივი წარმოება ტელეფონებისა და დრონებისთვის.

Betavolt-ი იმედოვნებს, რომ ინოვაცია დაეხმარება ჩინეთს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიური რევოლუციის ახალ რაუნდში ლიდერობა მოიპოვოს.

Betavolt-ის მტკიცებით, მისი ქმნილების უპირატესობებია მათი მსუბუქი წონა, ხანგრძლივი მომსახურების ვადა და მაღალი ენერგიის სიმკვრივე: ბატარეა უხარვეზოდ მუშაობს ექსტრემალურ ტემპერატურაზე -60-დან 120 გრადუს ცელსიუსამდე.

კომპანიის მტკიცებით, ბატარეა უსაფრთხოა და მას არ აქვს გარე გამოსხივება. მათი მტკიცებით, სულ მალე სიახლის გამოყენება ასევე შესაძლებელი იქნება სამედიცინო აპარატურაშიც, მათ შორის კარდიოსტიმულატორებში.

ეკა დარჩიაშვილი