"ხეობები ბევრ ადგილას "დაძრულია" და დამიზნებულია ჩვენს სოფლებზე, ერთ რიგით წვიმაზე შეიძლება წამოვიდეს"

სა­ქარ­თვე­ლოს ტყე არის ქვეყ­ნის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბის მქო­ნე ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი, რო­მელ­საც უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ის არა მარ­ტო უნი­კა­ლუ­რი ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს, არა­მედ უზ­რუნ­ველ­ყოფს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლო სარ­გებ­ლის და რე­სურ­სის მი­წო­დე­ბას. გა­ნა­პი­რო­ბებს ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას.

"ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ლან­დშაფ­ტი, სა­უ­კე­თე­სო კლი­მა­ტი, წყა­ლი, ჰა­ე­რი, სა­სი­ცო­ცხლო რე­სურ­სე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვი წო­ნას­წო­რო­ბა, რი­თიც შეგ­ვიძ­ლია მშვი­დად, უსაფრ­თხოდ და ალ­ბათ, შეძ­ლე­ბუ­ლა­დაც ვი­ცხოვ­როთ და ტუ­რის­ტე­ბიც მო­ვი­ზი­დოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ტყე­ებ­ზე დგას. ტყე­ე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი ლა­მა­ზი მთე­ბი ქვი­შა-ხრე­შით სავ­სე პირ­მოხ­სნილ ტომ­რე­ბად გა­და­იქ­ცე­ვა და ჩვე­ნი სა­ა­მა­ყო ხე­ო­ბე­ბი­დან გა­უ­თა­ვე­ბე­ლი სტი­ქი­ე­ბი წა­მო­ვა, რა­მაც ჩვე­ნი ის­ტო­რი­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად უვარ­გი­სი გა­ხა­დოს“ - გვე­უბ­ნე­ბა რეზო გე­თი­აშ­ვი­ლი, "სე­ნის" პრო­ექ­ტე­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი.

მისი თქმით, ტყე­ე­ბის არამ­დგრა­დი სარ­გებ­ლო­ბა ქვეყ­ნის მთა­ვარ სიმ­დიდ­რეს სი­ღა­რი­ბის ფაქ­ტო­რად აქ­ცევს. რე­ა­ლუ­რად რა ხდე­ბა და რას­თან გვაქვს სა­ერ­თოდ საქ­მე, ამას რეზო გე­თი­აშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.- სულ ახ­ლა­ხან გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრომ პირ­ვე­ლი ეროვ­ნუ­ლი აღ­რი­ცხვის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მიერ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით დგინ­დე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ტყე­ე­ბის 35% დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია, 28% კი - ერო­ზი­რე­ბუ­ლი. უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბით შეგ­ვიძ­ლია ვიმ­სჯე­ლოთ, თო­რემ ტყე­ებს რომ ვკარ­გავთ, ეს ყვე­ლამ ვი­ცით. 30 წლის წინ, როცა ტყე­ე­ბის ენერ­გე­ტი­კუ­ლი ათ­ვი­სე­ბა მა­სობ­რი­ვად და­ვი­წყეთ, ჩვენს ეზო­ებ­ში უზარ­მა­ზა­რი ხის გა­და­ნაჭ­რე­ბი ეყა­რა. ჩვე­ნი ტყე­ე­ბი ენერ­გე­ტი­კულ კრი­ზისს საკ­მა­ოდ კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდა და შე­შის მო­ტა­ნი­სას რჩე­ვა­შიც კი შევ­დი­ო­დით - რცხი­ლა სჯობ­და თუ წი­ფე­ლი. თან მზი­ან ად­გი­ლას უნდა ყო­ფი­ლი­ყო მოჭ­რი­ლი, ძი­რე­უ­ლი კუნ­ძე­ბი ძნე­ლად სკდე­ბო­და და ტყე­ში ვტო­ვებ­დით... ახლა იმა­ვე ად­გი­ლას პა­ტარ-პა­ტა­რა გა­და­ნაჭ­რე­ბი ყრია და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად - მუხა, ჯაგრცხი­ლა, ბა­ლამ­წა­რა, პან­ტა, მოკ­ლედ, რაც ტყე­ში იყო დარ­ჩე­ნი­ლი.

- გა­მო­დის, რომ ტყე­ში ყვე­ლა ხე მოვ­ჭე­რით, რაც 30 წლის წინ იდგა...

- თით­ქმის ყვე­ლა, სა­დამ­დეც გზამ მიგ­ვიყ­ვა­ნა და სა­ი­და­ნაც ხის გა­მო­ტა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო… ძვე­ლი და ასა­კო­ვა­ნი კო­რო­მე­ბი რომ ამო­ი­წუ­რა, ახალ­ზეც გა­და­ვე­დით. ათწლე­უ­ლე­ბი ტყე­ებს უსის­ტე­მოდ და უწყვე­ტად ვჩე­ხავთ და ბევ­რგან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი სოფ­ლი­სა და სა­ტყეო გზე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, მო­საჭ­რე­ლი ხე­ე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ დარ­ჩა. ამი­ტომ, ადრე თუ ერთი ხე მთე­ლი ზამ­თა­რი გვყოფ­ნი­და, ახლა ხუთი-ათი ახალ­გაზ­რდა ხის მოჭ­რა გვი­წევს, ზამ­თრის­თვის სამ­ყო­ფი შეშა რო­გორ­მე რომ შეგ­როვ­დეს... იმ ად­გი­ლებს კი­დევ არა უშავს, სა­დაც ამო­ნა­ყა­რი მე­ო­რა­დი ტყე­ე­ბია, მაგ­რამ იქ უფრო რთუ­ლა­დაა საქ­მე, სა­დაც სა­ხე­ო­ბე­ბი შე­იც­ვა­ლა და გა­კა­ფულ ტყე­ებ­ზე გა­უ­ვა­ლი ქვე-ტყე წა­მო­ვი­და. ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ეს არის მაყ­ვლის ბარ­დე­ბი, უფრო ზე­ვით - რო­დო­დენ­დრო­ნი. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ტყემ აღ­დგე­ნის უნა­რი და­კარ­გა - ბუ­ნებ­რი­ვად ვე­ღარ აღ­დგე­ბა.

კი­დევ უფრო უა­რე­სა­დაა საქ­მე, სა­დაც ერო­ზი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი გან­ვი­თარ­და. ეს უკვე მე­ო­რა­დი და გა­ცი­ლე­ბით მძი­მე აამ­ბა­ვია. მთის ტყე­ე­ბიც გა­ჩეხ­ვამ მათი ნი­ა­დაგ­დაც­ვი­თი და წყალ­მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ფუნ­ქცი­ის შე­სუს­ტე­ბა გა­მო­იწ­ვია. და­ი­წყო ნი­ა­და­გე­ბის წა­რე­ცხვა და ღვარ­ცო­ფუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა. სა­დაც უფრო მგრძნო­ბი­ა­რე გრუნ­ტია, მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და და სტი­ქი­ე­ბის კე­რე­ბი გაჩ­ნდა. როცა ერო­ზი­ე­ბის 28 %-იან მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე ვსა­უბ­რობთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სა­ტყეო ტე­რი­ტო­რი­ე­ბის თით­ქმის მე­სა­მე­დი ამის­კე­ნაა მიდ­რე­კი­ლი.

გა­ე­როს ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს­თან და „სა­ტყე­ოს­თან“ ერ­თად გა­სულ წლებ­ში სტი­ქი­ე­ბის რის­კე­ბის კუ­თხით მდი­ნა­რე­თა აუ­ზებს ვსწავ­ლობ­დით. უმ­ძი­მე­სი სუ­რა­თია. მდი­ნა­რე­თა აუ­ზე­ბი დეგ­რა­დი­რე­ბუ­ლია თით­ქმის მთელ პე­რი­მეტრზე. ქვე­ა­უ­ზე­ბის დო­ნე­ზე არა­თუ ტყე­ზე ხე­ლის ხლე­ბა აღარ შე­იძ­ლე­ბა, სას­წრა­ფო ზო­მე­ბია მი­სა­ღე­ბი ბუ­ნებ­რი­ვი ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი რე­ჟი­მე­ბის აღ­სად­გე­ნად და ნი­ა­და­გე­ბის წა­რე­ცხვის შე­სა­კა­ვებ­ლად. გან­სა­კუთ­რე­ბით - და­სახ­ლე­ბე­ბის სი­ახ­ლო­ვეს, ჰიდ­რო­ლო­გია ახ­ლოც აღა­რაა ბუ­ნებ­რივ­თან. ჩვე­ნი უნი­კა­ლუ­რი ხე­ო­ბე­ბი ბევრ ად­გი­ლას "დაძ­რუ­ლია" პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით და და­მიზ­ნე­ბუ­ლია ჩვენს სოფ­ლებ­ზე, ქა­ლა­ქებ­ზე, მუ­ნი­ცი­პა­ლურ და რე­გი­ო­ნულ ცენ­ტრებ­ზე. მთე­ლი ეს მე­ქა­ნიზ­მი შე­იძ­ლე­ბა ერთ რი­გით გაწ­ვი­მე­ბა­ზე ამოქ­მედ­დეს.

- აქამ­დე რო­გორ მო­ვე­დით და ამის კონ­ტრო­ლი დღეს რა­ტომ ვერ ხერ­ხდე­ბა?

- ...თა­ვად სა­ტყეო დარ­გი მუდ­მი­ვად ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის მსხვერ­პლი იყო და და­უ­გეგ­მა­ვი, უსის­ტე­მო და უმარ­თა­ვი ტყით­სარ­გებ­ლო­ბაც ძა­ლი­ან დიდ­ხანს გაგ­რძელ­და. 2013 წელს პარ­ლა­მენ­ტმა და­ამ­ტკი­ცა ეროვ­ნუ­ლი სა­ტყეო კონ­ცეფ­ცია, რაც იყო პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სა­ტყეო დარ­გის თან­მიმ­დევ­რუ­ლი რე­ფორ­მი­რე­ბის შე­სა­ხებ. სულ რა­ღაც სამი წლის წინ დამ­ტკიც­და ტყის ახა­ლი კო­დექ­სიც, რო­მელ­მაც შექ­მნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი და ამ­ბი­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო, არა მარ­ტო სა­ტყეო დარ­გის­თვის, არა­მედ ენერ­გე­ტი­კის, ბუ­ნებ­რი­ვი კა­ტას­ტრო­ფე­ბის მარ­თვის, სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის, ეკო­ნო­მი­კის და სხვა სექ­ტო­რე­ბის­თვის. პირ­ველ რიგ­ში, უარი ით­ქვა, ე.წ. სო­ცი­ა­ლურ ჭრა­ზე.

- ეს სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­შია, ხომ?

- სა­ტყეო საქ­მე­ში ეს მარ­თლაც "უნი­კა­ლუ­რი“ მოვ­ლე­ნაა. ჭრა სა­მე­ურ­ნეო ღო­ნის­ძი­ე­ბაა და "სო­ცი­ა­ლუ­რი ჭრა“ ისე­თი­ვე აბ­სურ­დია, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, ვთქვათ, "სო­ცი­ა­ლუ­რი ხვნა“, ან "სო­ცი­ა­ლუ­რი თეს­ვა“. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 2026 წლის 1-ელ იან­ვრი­დან ეს პრაქ­ტი­კა აღარ იარ­სე­ბებს. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ­ჟა­მად ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მძლავ­რი სა­ტყეო რე­ფორ­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს, რო­მელ­საც აქვს სა­ხელ­მწი­ფო და სა­ერ­თა­შო­რი­სო მხარ­და­ჭე­რა. თუმ­ცა, რე­ფორ­მის წარ­მა­ტე­ბა და ტყის კო­დექ­სით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა ერთი უწყე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ას ცდე­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, არ ჩანს შემ­ხვედ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი სო­ცი­ა­ლურ და ენერ­გე­ტი­კულ სექ­ტო­რებ­ში.

განაგრძეთ კითხვა