რეალითი შოუ - „სომელიეების მოგზაურობა“ - საქართველოში

პოლონეთის ქართული სათვისტომოს წარმომადგენელი, ანა ჩანგიანი ღვინის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში აღნიშნავს, რომ ცნობილი პოლონელი სომელიეები - ნესტორ გროევსკი და მარიუშ ნაპორა - საერთაშორისო მასშტაბის ახალი რეალითი შოუს გადაღებას იწყებენ, რომელიც მიზნად ისახავს რვა ქვეყნის - საფრანგეთის, იტალიის, ინგლისის, ინდოეთის, ესპანეთის, პოლონეთის, იაპონიისა და საქართველოს საიმიჯო ტელეშოუების გადაღებას აღნიშნული ქვეყნების მეღვინეობისა და გასტრონომიის კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით. რეალითი შოუ საქართველოში მოგზაურობით დაიწყება.

ცნობილი მსახიობების - კემერონ დიაზის, მარტინ სკორსეზეს, რობერტ დე ნიროსა და ლეონარდო დი კაპრიოს პირადი მზარეული, ნესტორ გროევსკი და პოლონეთში პოპულარული ტელეშოუების ავტორი და პროდუსერი, მარიუშ ნაპორა თბილისს 25 მაისს ეწვევიან. სომელიეები საქართველოში ექვს დღეს დაჰყოფენ.

იხილეთ გაგრძელება