Microsoft-მა ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული 1.5-მილიარდიანი ხელშეკრულება გააფორმა

Vodafone-მ, მსოფლიოს უმსხვილეს კომპანია Microsoft-თან, 10-წლიანი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა, რაც მოიცავს გენერაციული ხელოვნური ინტელექტის და სხვა ციფრული სერვისების მიწოდებას, 300 მილიონზე მეტი ბიზნესისა და ევროპის მასშტაბით არსებული მომხმარებლებისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ პარტნიორობის ფარგლებში, აფრიკის ჩამოთვლილი მომსახურებები აფრიკის ბაზარზეც გავა.

ბრიტანული კომპანია საერთო ჯამში, 1.5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს და ამ ნაბიჯით, ხელოვნურ ინტელექტს, კიდევ უფრო მეტად ორიენტირებულს გახდის მის მომხმარებელზე. ამის მიღწევას კი Microsoft-ის Azure OpenAI-სა და Claude ტექნოლოგიებით აპირებს, რაც ჩაანაცვლებს ფიზიკურ მონაცემთა ცენტრებს და გააიაფებს მსგავს მომსახურებებს.

Microsoft-ი მოცემული გარიგებით გახდება Vodafone-ის loT პლატფორმის კაპიტალის ინვესტორი. ეს პლატფორმა დამოუკიდებელ ბიზნესად, 2024 წლის აპრილში გამოვა და აფრიკის ბაზრისთვის მობილური ფინანსური პლატფორმის მასშტაბირებით დაკავდება.

Vodafone-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა, ლუკა მუჩიჩმა განაცხადა, რომ Microsoft-ის ლიდერობა, ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რომელიც თავის მხრივ, OpenAI-სთან პარტნიორობას ემყარება, გარდაქმნის მომხმარებელთა ციფრული მომსახურების სფეროს.

Microsoft-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, ჯადსონ ალთოფმა კი განაცხადა, რომ Vodafone-ის სიძლიერე lot-სა და ფინანსურ სერვისებში, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

„loT აქტივები გადამწყვეტია იმისთვის, რომ შევძლოთ მრავალი მომხმარებლისთვის სწორი მომსახურების გაწევა რთულ საკითხებში“, - თქვა ჯადსონ ალთოფმა.

შეგახსენებთ, რომ Vodafone Group არის ბრიტანული მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც 21 ქვეყანაში ოპერირებს.

ბაჩანა ტყემალაძე