Oxfam-ის უთანასწორობის ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, 2020 წლიდან მსოფლიოს ხუთი მილიარდერის ქონება 114%-ით გაიზარდა და ჯამში 869 მილიარდ დოლარს მიაღწია.
CNN business-ი ამ მილიარდერების ვინაობის შესახებ წერს.
თავის ანგარიშში Oxfam-ი ამტკიცებს, რომ ბიზნესი დიდ მოგებას იღებს, რაც შეძლებული ადამიანების კიდევ უფრო გამდიდრებას იწვევს. მსოფლიოს 10 უმსხვილესი საჯარო კომპანიიდან შვიდს ან მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი ან მილიარდერი აქციონერი ჰყავს.
ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობებს, ჩაერიონ მონოპოლიების დასაშლელად, დაბეგრონ კორპორატიული მოგება და რაც მთავარია, საზოგადოებრივი საქონლისა და სერვისების ახალ ეპოქაში ინვესტიციები განახორციელონ.