სახლები 1 ევროდ ნებისმიერი მსურველისთვის

იტალიაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია სოფლებში მიტოვებული სახლები მინიმალურ ფასად - 1 ევროდ იყიდოს. ერთი შეხედვით წარმოუდგენლად ჟღერდეს, თუმცა, ეს სიმართლეა. ვისაც სურს ისტორიული სახლი იტალიის ულამაზეს სოფელში, მას შეუძლია იგი იმაზე ნაკლებ ფასად იყიდოს, ვიდრე ერთი ჭიქა "ესპრესო" ღირს. უფრო მეტიც, ზოგიერთ სახლი, რომელიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, მყიდველს შესაძლოა, უფასოდაც გადაეცეს. თუმცა, მან სანაცვლოდ 25 000 ევრო უნდა დახარჯოს იმისათვის, რომ იგი საცხოვრებლად მოაწყოს.

აღნიშნულ კამპანიაში რამდენიმე სოფელია ჩართული. აქცია იმ სახლებს ეხება, რომლებიც ნგრევის პირასაა და მათი გადარჩენა შესაძლებელია. ზოგიერთი სახლი რამდენიმე საუკუნის წინაა აშენებული. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, ამ ინიციატივის მიზანს მიტოვებული სოფლების გამოცოცხლება და მათი ტურისტებისა და ადგილობრივებისათვის მიმზიდველ ადგილად ქცევა წარმოადგენს.

იხილეთ სახლების ფოტოები