სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს - ირაკლი ზარქუა

იცით, რაც ევროპაში ხდება - სანქციებმა არ გაამართლა, ევროკავშირის ეკონომიკა ჩამოიშალა და აღმოჩნდა, რომ ამ სანქციების მიუხედავად, ყველა რუსეთთან ვაჭრობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, “ეს არის რეალობა, ორმაგი სტანდარტი და ხელმოცარულები საქართველოს ხელისუფლებას ამისკენ მოუწოდებდნენ“.

“ნახეთ ევროკავშირის ვაჭრობა რუსეთთან - ყველაზე მეტი შემოსავალი პუტინის რუსეთმა მიიღო. საუბარია ნახევარ ტრილიონზე, მაშინ როდესაც ომამდე ის დაახლოებით 150 მილიარდ დოლარს იღებდა ნავთობის და სხვა პროდუქტების გაყიდვიდან“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.