საქართველოში 2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო, რომელთაგან 99 რუსეთის, 40 ინდოეთის, 18 უკრაინის და 31 აზერბაიჯანის მოქალაქეა

2023 წელს მართვის მოწმობა 27 277-მა ადამიანმა აიღო - მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, რომელთაგან 99 - რუსეთის, 40 - ინდოეთის, 18 - უკრაინის და 31 აზერბაიჯანის მოქალაქეა.

უფრო კონკრეტულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასული წლის პირველ კვარტალში საქართველოში მართვის მოწმობა 5 746 პირზე გაიცა; მეორე კვარტალში 7 299 პირზე; მესამე კვარტალში მოწმობა 7 420 ადამიანმა აიღო, ხოლო წლის ბოლო სამ თვეში - 6812-მა.

რაც შეეხება ბოლო კვარტლის მონაცემებს უფრო დეტალურად, სტატისტიკის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი 2 226 მართვის მოწმობა თბილისშია გაცემული.

ამასთან, მოცემულ პერიოდში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) მართვის მოწმობის ამღებ პირთა შორის არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ბელარუსის, თურქეთის მოქალაქეებიც.