ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებიც კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტომ 16 ათას ლარზე მეტით დააჯარიმა

კონკურენციის ეროვნულმა კომისიამ კოსმეტიკის მაღაზია „ფარმასი“ და მობილურების მაღაზია „პიქსელ ტაჩი“ (PIXL MOBI) დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ავრცელებს. სააგენტომ ორივე კომპანიას - შპს „ფარმასს“ 4 269,7 ლარი, ხოლო „პიქსელ ტაჩს“ 11 859,5 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, დაჯარიმების მიზეზია ის, კომპანიების მხრიდან არ მომხდარა მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო წესებისა და პირობების კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს ფარმასი 2020 წელს დარეგისტრირდა და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი დალი დვალიძეა.

რაც შეეხება „პიქსელ ტაჩსს“, ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მისი მფლობელია ნათელა გვალია.