2023 წელს უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმები 1,296 მლნ ლარით გაიზარდა

2023 წელს უბილეთო მგზავრობაზე გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 56,5%-ით, 1,296 მლნ ლარით გაიზარდა.

ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, წელს 12 თვეში უბილეთო მგზავრებზე 3 591 097 ლარის ჯარიმა გამოიწერა, 2022 წლის იანვარ-დეკემბერში - 2 294 426 ლარის.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 12 თვეში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 363,026 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 281,7 მლნ ლარი.