პარიზის ლუვრის ბილეთები 30%-ით გაძვირდება

მიმდინარე ზაფხულს, პარიზის ლუვრის მუზეუმის ბილეთები გაძვირდება. მუზეუმის ხელმძღვანელობის განცხადებით, ონლაინ შეძენისას ბილეთი 15 ევრო გახდება, ხოლო სალაროებში - 22 ევრო.

„ლუვრში ფასები რვა წელია არ გაზრდილა, მაგრამ 2024 წელს თითქმის 30%-ით გაძვირდება“ - წერს Le Parisien.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, მუზეუმის უფასოდ დათვალიერების შესაძლებლობა შენარჩუნდება. ლუვრის მონახულება შეგიძლიათ ყოველი თვის პირველ პარასკევს, გარდა ივლისისა და აგვისტოსა. ბილეთი კი კვლავ წინასწარ უნდა დაჯავშნოთ.

მუზეუმის ხელმძღვანელობა ფასების ზრდას საოპერაციო ხარჯების გაზრდით ამართლებს. ასევე მათი თქმით, გახანგრძლივდება მუზეუმის სამუშაო საათებიც.

შეგახსენებთ, რომ წელს პარიზი ოლიმპიადასაც მასპინძლობს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში 26 ივლისიდან 11 აგვისტომდე გაიმართება.

ეკა დარჩიაშვილი