უკვე დიდი ხანია, რაც ოქრო მთავარ ფინანსურ აქტივად განიხილება და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს ისეთი ფინანსური კრიზისის დროს.
ძვირფას ლითონს მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ცენტრალური ბანკი ინახავს, რადგან ის უზრუნველყოფს სტაბილურობას. საჭიროების შემთხვევაში, ის ფულადი სახსრებად გადაიქცევა.
GoldHub-ის უახლესი მონაცემებით ძვირფასი ლითონის მქონე მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ ქვეყანაში მცირეოდენი ცვლილებებია. 2021 წელთან შედარებით, საუკეთესო ათეულს გამოეთიშა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და თურქეთი. ასევე შეიცვალა ოქროს მასის მოცულობა.
საინტერესოა, რომელი ქვეყანა ფლობს ყველაზე მეტ ოქროს მსოფლიოში? (დათვლილია 2023 წლის მესამე კვარტლის მონაცემები).
აშშ - 8 133 ტონა
აშშ მსოფლიოში ყველაზე მეტ ოქროს ფლობს. 8 133 ტონა ოქრო თითქმის იგივეა, რაც გერმანიის და იტალიის ერთად აღებული სავალუტო ფონდის მოცულობა. ძვირფასი ლითონი აშშ-ის სპეციალურ საცავებში ინახება.
გერმანია: 3 362 ტონა
გერმანია მსოფლიოში მეორე ქვეყანაა, რომელიც 3 362 ტონა ოქროს ფლობს. იმის შიშით, რომ ცივი ომის დროს ოქრო საბჭოთა კავშირის კონტროლის ქვეშ არ მოქცეულიყო, მარაგები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებშია გადანაწილებული, სადაც საგანგებოდ ინახება. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანია ოქროს ნიუ-იორკის ფედერალურ სარეზერვო ბანკში, ინგლისის ბანკში და საფრანგეთის ბანკში ინახავს.
იტალია: 2 451 ტონა
იტალიას აქვს უფრო მეტი ოქრო, ვიდრე საფრანგეთს.
საფრანგეთი: 2 436 ტონა
საფრანგეთი 2 436 ტონა ოქროს ფლობს. სავარაუდოდ, მათი უმეტესობა, 1950-იან და 1960-იან წლებში იქნა შეძენილი. ამბობენ, რომ ოქროს უმეტესი ნაწილი პარიზის ბანკის სარდაფებში ინახება.
რუსეთი: 2 332 ტონა
რუსეთმა ბოლო წლებში ოქროს მარაგების გასაზრდელად 40 მილიარდი დოლარი დახარჯა და რეიტინგში ჩინეთს გაუსწრო. ამ გადაწყვეტილებით რუსეთი აშშ-ზე ნაკლებად დამოკიდებული გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მას აქვს მილიარდი დოლარის ოქროს მომპოვებელი ინდუსტრია, რაც ნიშნავს, რომ ლითონებით მდიდარი ქვეყანასი იმპორტს ნაკლებად დაეყრდნობა.
ჩინეთი: 2 191 ტონა
ჩინეთს აქვს 2,191 ტონა ოქრო თავის მარაგებში. ის ასევე არის მსოფლიოში უმსხვილესი ოქროს მწარმოებელი, რომელიც შეადგენს გლობალური მაღაროების წარმოების 12%-ს. გავრცელებული ინფორმაციით ჩინეთი აძლიერებს ოქროს იმპორტს რუსეთიდან.
შვეიცარია: 1 040 ტონა
შვეიცარია 1 040 ტონა ოქროს ფლობს. უმეტესობა ინგლისისა და კანადის ბანკებში ინახება.
იაპონია: 845,97 ტონა
იაპონია ამჟამად ფლობს 845,97 ტონა ოქროს. ქვეყანას ასევე აქვს ოქროს საკუთარი საწარმოები.
ინდოეთი: 800,78 ტონა
ქვეყანას ასევე აქვს მაღალი საყოფაცხოვრებო მარაგი, განსაკუთრებით ოქროს სამკაულების სახით. ინდოეთს აქვს მცირე ოქროს მომპოვებელი ინდუსტრია. ყვითელი ლითონის უმეტესი ნაწილი უცხოეთიდან არის შეძენილი.
ნიდერლანდები: 612,45 ტონა
ნიდერლანდები ოქროს მარაგების რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, თავისი მარაგით 612,45 ტონა ოქროთი.
წყარო: lovemoney.com