ადგილობრივი  პროდუქტები, რომელიც გასულ წელს უცხოეთში ყველაზე დიდი რაოდენობით გაიყიდა

2023 წელს საქართველოდან ჯამში 6,090 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი გავიდა, საიდანაც 45.8 % ადგილობრივ ექსპორტზე მოდის. საქსტატის მონაცემებით, აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4%-ით შემცირდა და 2,791 მლრდ აშშ დოლარი შედგინა.

ამასთან, 2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატებია 474.2 მლნ აშშ დოლარით (17%), მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები 257.7 მლნ აშშ დოლარით (9.2 %), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 180.7 მლნ აშშ დოლარით (6.5%).

უფრო კონკრეტულად, ექსპორტირებული ტოპ-10 ადგილობრივი პროდუქტის ჩამონათვალი ასეთია:

  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 474,196 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 257,711 მლნ აშშ დოლარი
  • ფეროშენადნობები - 180,661 მლნ აშშ დოლარი
  • აზოტოვანი სასუქები - 158,324 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - 131,454 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 108,217 მლნ აშშ დოლარი
  • სპირტიანი სასმელები - 104,664 მლნ აშშ დოლარი
  • ელექტროენერგია - 95,430 მლნ აშშ დოლარი
  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 88,759 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 85,710 მლნ აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური