2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველომ 103.3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო

2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 14.4 ტვტ. სთ-ს მიაღწია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. ამავე მონაცემების მიხედვით, ჯამური გამომუშავებიდან, ჰიდროსადგურების წილმა 75.5% შეადგინა, თბოსადგურებმა 23.9% დაიკავა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება 0.6% იყო.

ამასთან, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა და 13.1 ტვტ. სთ შეადგინა. პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნა კლების ძირითადი მიზეზია.

რაც შეეხება 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტს, 1.5 ტვტ. სთ-ს მიაღწია, ხოლო საქართველომ 103.3 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი ბაზარი, კვლავ თურქეთია.

კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ენერგიის ფასი წლიურად 4.8%-ით, 5.3 აშშ ცენტამდე, შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად განხორციელდა.

ნინი ქეთელაური