„ყველაფერი თბილისიდან უნდა ამოვიტანოთ, მომარაგება მინიმუმ 30%-ით გაძვირდა - ბიზნესი გუდაურში მაღალი ფასების მიზეზებს განმარტავს

ბაკურიანსა და გუდაურში, ზამთრის საკურორტო სეზონი აქტიურ ფაზაშია შესული, რის გამოც კურორტებზე პროდუქტების, თუ სარესტორნო ფასები აწეულია. დამსვენებლების თქმით, წყალი 5 ლარი ღირს, პური 10 ლარამდე, პიცა კი 45 ლარი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასტუმრო-რესტორანი „ათი ამბავი გუდაურის“ მფლობელი, სლავა გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარისას ამბობს, რომ ფასები მატება ძალიან ბევრი მიზეზითაა განპირობებული, რაც დაკავშირებულია გუდაურის კურორტის სპეციფიკასთან, პერსონალის ხელფასებთან და პროდუქტების ზოგად გაძვირებასთან.

„გუდაურში პრობლემას დისტრიბუცია წარმოადგენს. ყველაფერი თბილისიდან უნდა ამოვიტანოთ, ადგილზე ვერაფერს ვერ იყიდით. ასევე პერსონალს მეტი ანაზღაურება უნდა, თბილისის ხელფასზე არავინ არ იმუშავებს. ასევე ყველა დასაქმებულს სჭირდება დაბინავება, ყველას ცალ-ცალკე სურს ცხოვრება, ასევე სამჯერადი კვება პერსონალისთვის. ამას კომუნალურები ემატება და მოგეხსენებათ, გუდაურში მუდმივი სიცივის გამო, სულ დიდი ხარჯები მოდის გაზზე, დენსა და წყალზე. ეს, რა თქმა უნდა, ფასზე აისახება. ჩაი ნამდვილად არ უნდა ღირდეს 17, 20 და 25 ლარი, ამაში ვეთანხმები საზოგადოებას, მაგრამ 40 ლარად პიცა და ხაჭაპური არ მიკვირს, რადგან რეალურად, პროდუქტთა ფასებიც გაძვირებულია, გუდაური კი სეზონური კურორტია, სადაც სეზონი 2 თვეს გრძელდება“, - განმარტავს სლავა გოგოხია „ბიზნესპრესნიუსთან“.

სასტუმროსა და რესტორნის მფლობელი ჩვენთან საუბარისას ასევე აღნიშნავს, რომ იგი ტურისტების სიმცირეს არ უჩივის.

„ჩემს ობიექტზე, სასტუმროში 10 პროცენტიც არ არიან რუსები. შეიძლება გუდაურში ზოგადად იყვნენ, რადგან მესმის რუსული საუბარი, მაგრამ ყველა ვინც რუსულად საუბრობს, რუსი არ არის. ამ ენაზე საუბრობენ ყაზახებიც, უკრაინელებიც და კიდევ სხვა ერის წარმომადგენლებიც, ამიტომ იმის ხაზგასმა, რომ ყველა, ვინც რუსულად საუბრობს, რუსია, ჩემი აზრით, ილუზიურია.

ზოგადად, დამსვენებლები თითქმის იმ რაოდენობით არიან, რა რაოდენობითაც წინა წელს იყვნენ“, - აღნიშნავს სლავა გოგოხია.

შედარებით განსხვავებულ აზრს გამოთქვამს კაფე CUB-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნინო ხა­ჟო­მია, რომელიც Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გუ­და­ურ­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბის შე­სა­ხებ გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია და "ვერ ხვდე­ბა, ვის ამოძ­რა­ვებს სამ­თო კუ­რორტზე სე­ზო­ნის ჩაგ­დე­ბის სურ­ვი­ლი", მაგრამ ამასთანავე საუბრობს მომარაგების ფასის მატებასა და ტურისტების სიმრავლეზე.

"მო­მა­რა­გე­ბა წელს მი­ნი­მუმ 30%-ით გა­ი­ზარ­და, რაც შე­ე­ხე­ბა ტუ­რის­ტებს, ძა­ლი­ან ბევ­რია. ტყუ­ი­ლია, რომ გუ­და­ურ­ში ხალ­ხი არ არის, მთას, გუ­და­ურს, მეს­ტი­ას გო­დერ­ძის სე­ზონ­ზე 2-კვი­რი­ა­ნი ჩა­ვარ­დნე­ბი ახა­სი­ა­თებს. მე რვა წე­ლია მთა­ში ვარ და სულ ასეა. 14 იან­ვრი­დან თვის ბო­ლომ­დე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხია. თე­ბერ­ვლის ბო­ლოს იქ­ნე­ბა ასე­ვე ათი დღე ნაკ­ლე­ბი ხალ­ხი და მარ­ტი­დან ისევ გა­ვივ­სე­ბით. ეს ყვე­ლამ ვი­ცით, ვინც მთა­ში ვო­პე­რი­რებთ. ვემ­ზა­დე­ბით იმის­თვის, რომ ისევ იყოს ისე­თი შე­მო­ტე­ვა, რო­გო­რიც გვქონ­და ახა­ლი წლის პე­რი­ოდ­ში", - განაცხადა ნინო ხაჟომიამ.

კაფის დამფუძნებლის თქმით, ტურისტები ძირითადად არაბთა საამიროებიდან არიან, მაგრამ მათ ევროპული წარმომავლობა აქვთ, ხოლო რუსთა რაოდენობა ძალიან შემცირებულია.

"არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ა­მი­რო­ე­ბი­დან არი­ან, თუმ­ცა არ არი­ან არა­ბე­ბი. ესე­ნი არი­ან ევ­რო­პე­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც არაბ­თა სა­ა­მი­რო­ებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს ბიზ­ნე­სი სა­გა­და­სა­ხა­დო ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის გამო და რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, მი­უ­ხე­და­ვად ომი­სა, ძა­ლი­ან ბევ­რია ის­რა­ე­ლი­დან. სა­ოც­რე­ბაა და რუ­სე­ბი არი­ან ძა­ლი­ან ცოტა, შარ­შან­დე­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვინც აქ დარ­ჩა, ფული აღარ აქვს და ვერ ის­ვე­ნებს, ან თა­ვად გახ­სნეს რა­ღა­ცე­ბი და თა­ვი­ანთ ხალ­ხთან და­დი­ან.", - ამბობს ნინო ხაჟომია.

ბაჩანა ტყემალაძე