Marketer.ge-ს ინიციატივით ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი წელს მესამედ ჩატარდა

Marketer.ge -ს ინიციატივით ქართული მარკეტინგული ღონისძიება Spotlight-ი წელს მესამედ ჩატარდა. ღონისძიება გუშინ, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართა. Spotlight-მა აუდიტორიას შესთავაზა 14 სპიკერის გამოსვლა მკაცრად განსაზღვრული 13-წუთიანი პრეზენტაციებით. წელს ღონისძებას 400 დელეგატი დაესწრო.

Spotlight 2015-ის სპიკერების შემადგენლობა ასეთი იყო: დავით გოგიჩაიშვილი (Night Show Studio), ოთო ბერიშვილი (Adjara Group), გიორგი გარსევანიშვილი (Myvideo.ge), დავით ჯიბლაძე (TBC TV), თაკო როდონაია (Geocell), სულხან ლაცაბიძე (Caucasus Online), ნათია ხვედელიძე (Silknet), ალექს ჩიქოვანი (Live Branding), ეკა ყიფიანი (JWT Metro), ტარიელ ზივზივაძე (Marnet), მზია შარაშიძე (Tbilisi Zoo), ირინე პეტრიაშვილი (Radisson BLU), სოფო ჩოგოვაძე (Dunkin’ Donuts & Wendy) და ლევან მდინარაძე (Rembow).

ღონისძიებაზე დელეგატებმა საუკეთესო სპიკერები გამოავლინეს, რაც ოვაციებითა და ხმის მიცემით გამოიხატა. გამომცემლობა „პალიტრა L“-მა პრიზი Live Branding-ის წარმომადგენელს ალექს ჩიქოვანს გადასცა. გამომცემლობის მოსაზრებით, ალექს ჩიქოვანს საინტერესო, კრეატიული, ხალისიანი პრეზენტაცია ჰქონდა, რომელიც ადამიანის თვითგანვითარებაზე იყო მიმართული. მისთვის გადაცემული პრიზიც თვითგანვითარებაზეა ორიენტირებული. „პალიტრა L“-მა ალექს ჩიქოვანი პროექტ „ლურჯი ოკეანეს“ გამოცემებით დაასაჩუქრა.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში „პალიტრა L“-მა ბიზნესლიტერატურის თარგმნა და გამოცემა დაიწყო. ლიტერატურა გამოადგება როგორც პრეფესიონალ, ისე დამწყებ მენეჯერებს. პირველი წიგნი ბრაიან ტრეისის „მიირთვი გომბეშო“ იქნება. „ლურჯი ოკეანეს“ პროექტის ფარგლებში გამოცემულ ყველა წიგნს ალექს ჩიქოვანს ელვა.გე გამოცემისთანავე სახლში მიუტანს.

ღონისძიებას მედია მხარდაჭერა გაუწიეს PalitraTV, bpn.ge, ipn.ge და სხვა მედიასაშუალებებმა.