იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარის ხელფასს, 2.3%-ით გაიზარდა - PMCG

2023 წლის დეკემბერში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

„2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 600 ლარამდე თვიურ ხელფასს, 13.5%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2 400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 39.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის დეკემბერში, იმ ადამიანების რაოდენობა,რომლებიც იღებდნენ 9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 3.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია,“- ნათქვამია კვლევაში.