60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა წელსაც გაგრძელდება - რამდენი ადამიანი სარგებლობს სერვისით

60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურების დაფინანსების პროგრამა მიმდინარე წელსაც გაგრძელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, ამ ეტაპზე, სპორტული სერვისებით ერთდროულად 400-ზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, სპორტულ მიმართულებებში, ჯამში, 1000 - ზე მეტი ბენეფიციარია ჩართული.

ცნობისთვის, თბილისის მერია 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საცურაო აუზებისა და ფიტნეს დარბაზების მომსახურებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამით სარგებლობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 60 წლის და 60 წელს გადაცილებული პირები. მათ პროგრამაში ჩართვის შემდეგ უფინანსდებათ აუზზე ცურვის ან/და ფიტნეს დარბაზის 1-საათიანი ხანგრძლივობის მომსახურება. მომსახურება მოიცავს თვეში არაუმეტეს 9 ვიზიტს.