„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ორი ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვნები ჰყავთ, ღია ცის ქვეშ დატოვეს, ვითხოვთ ამ ოჯახების ბინებით უზრუნველყოფას

ორი ოჯახი, რომელთაც მცირეწლოვნები ჰყავთ, ღია ცის ქვეშ დატოვეს. მათ შორის, ერთ- ერთ ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვი არის შშმ პირი. ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ ეს ოჯახები ბინით უზრუნველყონ, - ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანდრო მაღლაკელიძე ქუთაისში ხელისუფლების მიერ დევნილების გამოსახლების ფაქტს.

მისი თქმით, ხელისუფლებამ დევნილების დროებითი საცხოვრებლის პრივატიზაცია ისე განახორციელა, რომ მათთვის ახსნა-განმარტებაც არ მიუციათ.

„ქართველი მოსახლეობა „რუსული ხელისუფლების“ მხრიდან უგუნურ გადაწყვეტილებებს შეჩვეულები ვართ, მაგრამ ახლა გასაოცარი ფაქტია მომხდარი. გასულ წელს, „რუსულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეხდინა იმ შენობის პრივატიზაცია, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ ისე, რომ დევნილებისთვის არც განუმარტავთ.

ორი ოჯახი, რომელთაც ჰყავთ მცირეწლოვნები, მათ შორის შშმ პირი არის ერთ- ერთი ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვი, ღია ცის ქვეშ დატოვეს.

ჩვენ ხელისუფლებისგან მოვითხოვთ, რომ ეს ოჯახები ბინით უზრუნველყონ,“ - განაცხადა მაღლაკელიძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.