რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის სხვადასხვა უბნებში

საქართველოში მიწის ნაკვეთებზე ფასები წლებია იზრდება. სწორედ ამიტომ, „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რა ღირდა 2022-2023 წლებში თბილისის ცენტრალურ უბნებში, ერთი კვადრატული მეტრი მიწის ფართობი.

SS.GE-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მიწის ნაკვეთების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასები, დიდუბე-ჩუღურეთსა და ძველ თბილისში ფიქსირდება.

2023 წლის ბოლოს, დიდუბე-ჩუღურეთში, ერთი კვადრატული მეტრის ფასი, 400-დან 700 დოლარამდე მერყეობდა, 2022 წელს კი 390-400 დოლარს შეადგენდა.

ძველ თბილისში, ერთი კვადრატული მეტრის შეძენას, 2023 წლის ბოლოს, 365 დოლარად შეძლებდით, 2022 წელს კი, ერთ კვადრატულ მეტრში, 352 დოლარის გადახდა გიწევდათ.

ასევე აღსანიშნავია გლდანი-ნაძალადევი, სადაც ერთი კვადრატულ მეტრ მიწას, 2023 წლის ბოლოს, 110 დოლარად შეიძენდით, 2022 წელს კი, 50 დოლარით მეტის, საშუალოდ 160 დოლარის გადახდა მოგიწევდათ.

მოსახლეობაში აქტუალურია ვაკე-საბურთალო და მის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც ერთი კვადრატული მეტრი, 2023 წლის ბოლოს 205 დოლარი, ხოლო 2022 წლის ბოლოს, 210 დოლარი ღირდა.

თბილისის ცენტრალური უბნებიდან, მიწის ნაკვეთის შეძენას, ყველაზე დაბალ ფასად, 2023 წლის ბოლოს, ისანი-სამგორში, სულ რაღაც 75 დოლარად შეძლებდით, ხოლო 2022 წლის ბოლოს, 42 დოლარად.

იხილეთ ასევე: რა ღირს მიწის ნაკვეთები თბილისის შემოგარენში - ყველაზე მოთხოვნადი დასახლებები

ბაჩანა ტყემალაძე