ლაურა ღაჭავა სასტუმრო ”საქართველოში” საკუთარ წილს ყიდის

ლაურა ღაჭავა სასტუმრო ”საქართველოში” საკუთარ წილს ყიდის. ბიზნესმენის განცხადებით, საკუთარი წილის გაყიდვის მიზეზი ბანკი "ქართუს" წინაშე არსებული ვადაგადაცილებული დავალიანებაა, რომელსაც ჯარიმები და საურავები ერიცხება და რომლის მომსახურებასაც ის ვეღარ ახერხებს.

ლაურა ღაჭავას განცხადებით, სასტუმრო "საქართველოს" მფლობელ კომპანიაში შპს "საქართველოში", მისი კუთვნილი 73%-იანი წილის გასხვისება იგეგმება. წილისა და შენობის შეძენით იტალიელი და გერმანელი ბიზნესმენები არიან დაინტერესებულნი. ღაჭავა გარიგების ღირებულებას ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს და აცხადებს, რომ ეს გაყიდული წილის მოცულობასა და მოლაპარაკებებზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "საქართველო" თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარეობს. იყო გეგმები, რომ ამ სასტუმროს რეაბილიტაცია ჩატარებოდა და მართვაში ცნობილი ოპერატორი "ჰილტონი" შევიდოდა.