ბიძინა ივანიშვილის ქონება გაიზარდა - Bloomberg  Billionaires Index

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის ქონებამ 6,62 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, 27 დეკემბრის მდგომარეობით, ივანიშვილის ქონება 6.5 მლრდ დოლარს შეადგენდა. შესაბამისად, ზრდა თითქმის ერთ თვეში - 120 მლნ დოლარია.

Bloomberg-ი წერს, რომ ივანიშვილმა ქონება რუსეთში 90-იან წლებში სხვადასხვა ბიზნესით გამოიმუშავა, მათ შორის: რკინის მადნის მწარმოებლების, ფოლადის ქარხნების, ბანკებისა და უძრავი ქონების კოლექციის აშენებით. მან თავისი აქტივების უმეტესი ნაწილი 2003-2006 წლებში გაყიდა, ხოლო დანარჩენი 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრად არჩევის წინა პერიოდში. თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა.

ცნობისათვის, Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსი ბიძინა ივანიშვილის ქონებას 2013 წლიდან აფასებს.

რაც შეეხება, Forbes-ის მილიარდერების რეიტინგს, მათი ცნობით, ივანიშვილის ქონება 4,9 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.